ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალები საგრძნობლად დასუსტდა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეჭრის შედეგად საგრძნობლად დასუსტდა. როგორც დაზვერვაში აცხადებენ, ქვეყანა წარუმატებლობას განიცდის როგორც სტრატეგიული დაგეგმარების, ასევე ოპერატიულ ამოცანათა შესრულების მიმართულებით.

“რუსეთის შეიარაღების ბიუჯეტი 2005-2018 წლებში გაორმაგრდა და ინვესტიციები იქნა ჩადებული მაღალი დონის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების საშუალებებში. ქვეყანამ სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა New Look წამოიწყო, თუმცა, აღჭურვილობის მოდერნიზებამ რუსეთს უკრაინაში დომინირების საშუალება არ მისცა. როგორც სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ასევე ოპერატიულ შესრულებაში წარუმატებლობამ მას შესაძლებლობა წაართვა, რაოდენობითი ძალა ექცია გადამწყვეტ უპირატესობად. უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალები საგრძნობლად დასუსტებულია როგორც მატერიალურად, ასევე კონცეპტუალურად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზვერვაში ასევე აღნიშნავენ, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს სანქციები და რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოკლებული შესაძლებლობას, რომ შეიარაღებული ძალები ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნოს.

იტვირთბა....