უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინფომაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან რუსების სამეთაურო პუნქტებზე მიიტანეს შეტევა. როგორც არესტოვიჩმა Фейгин Live-ის ეთერში განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რამდენიმე ასეული ოკუპანტი. მისივე ცნობით, შესაძლოა, მოკლული იყოს რუსი გენერალიც.
“ორი დარტყმა იზიუმში, საჰაერო სადესანტო ძალების შტაბ-ბინაზე. ერთ ადგილზე, მინიმუმ 100 დაღუპულია, მეორე ლოკაციაზე 200 მაინც, სულ მცირე 100 მესამეზე. გასათვალისწინებელია, რომ ესენი უფროსი ოფიცრები არიან”, – აღნიშნავს არესტოვიჩი.