ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დენისოვა: მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო წამებით მოკლეს, ფოტო კი დედამისს გაუგზავნეს

სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნის მცველი რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს და ერთ-ერთი მათგანი მოკლეს. როგორც დენისოვა სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო დამნაშავეებმა სასტიკად ნაწამები და მოკლული ჯარისკაცის ფოტო დღეს დილით დედამისს გაუგზავნეს.

“წამება და მკვლელობა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს ნებისმიერი სახით სიცოცხლის მოსპობას, დასახიჩრებას, არასათანადო მოპყრობას და წამებას”, – წერს დენისოვა.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, მომხდარის შესახებ მათ მოკლული მებრძოლის დედამ შეატყობინა.

 

იტვირთბა....