ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალიევი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვიმალებით ხეების უკან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმის მიუხედავად, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამის ხმამაღლა თქმას არ ერიდებიან.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ამის შესახებ ღიად ვაცხადებთ, არ ვიმალებით ხეების უკან. დიახ, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს პოლიტიკური უპირატესობის მიზეზით”, – აცხადებს ალიევი.

Интерфакс-Азербайджан-ის ინფორმაციით, ილჰალმ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შერჩევითი სამართლის პრინციპით მიუდგა აზერბაიჯანს და მაშინ, როდესაც საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა, მათთან მიმართებაში იგივე პოზიცია არ ჰქონია.

“ჯერ კიდევ უკრაინის მოვლენებამდე, საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის, ძალიან ღიად გამოხატავდა საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, მაგრამ როცა საქმე ჩვენ გვეხებოდა, გზავნილი იყო შემდეგი – “სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება დადეთ”… ისინი ამბობდნენ – “ყარაბაღი, ეს სომხეთია”, ახლა კი ამბობენ – “ყარაბაღი, ეს აზერბაიჯანია”, – და ვინ ამბობს ამას? იგივე ადამიანები, რომლებიც 2019 წელს ყარაბაღს სომხურს უწოდებდნენ”, – მოჰყავს ალიევის სიტყვები “ინტერფაქსს”.

 

იტვირთბა....