ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის ოლქში ნაწამები და მოკლული უკრაინელების სამარხები აღმოაჩინეს

კიევის ოქლში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსი სამხედროების კონტროლქვეშ იყო, სამართალდამცავებმა უკრაინელთა კიდევ ერთი მასოვბრივი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, ნაპოვნ გვამებს წამების კვალი აღენიშნება.

ზელენსკის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოკუპანტები მოძრავ კრემატორიუმებს იყენებდნენ გვამების დასაწვავად, მოკლული იმდენი იყო, რომ მათი ნაწილის დამარხვა მოუხდათ.

“წარმოიდგინეთ, იმდენი მოკლული იყო, რომ იმის მიუხედავად, გვამებს წვავდნენ, მაინც კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. 900 ადამიანის გვამია ამ სამარხში”, – აცხადებს ზელენსკი.

ამას გარდა, კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ცნობით, კიევის ოლქის ბუჩის რაიონში აღმოჩენილია სამი ადამიანის საფლავი. როგორც ნებიტოვი აცხადებს, რუსებმა ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

 

იტვირთბა....