ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ლავროვი: NATO ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს რუსეთ-უკრაინას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ე.წ. სპეცოპერაციის პოლიტიკური შეთანხმების გზით დასრულებას ხელი შეუშალონ.

ამის შესახებ ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო Синьхуа-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ამჟამად ორმაგი სტანდარტების გამოვლენის კლასიკური შემთხვევის და დასავლური ისტებლიშმენტის თვალთმაქცობის მოწმე ვართ – კიევის რეჟიმისთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადების ფონზე, NATO-ს წევრი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ “ოპერაციის” პოლიტიკური შეთანხმების გზით დასრულებას ხელი შეუშალონ”, – აცხადებს ლავროვი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....