ახალი ამბები უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლის რისკი მაღალია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ჩაშლის მაღალი რისკი არსებობს.

“რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაა საჭირო.

“როდესაც რაღაცას ადასტურებენ, მაგალითად, გაცვლას, მე ამის არ მჯერა. ისინი ადასტურებენ რაიმე სახის სამოქალაქო გაცვლას, შემდეგ კი რაღაც გატყდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია და ამიტომ, რაღაცაზე მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და ამ პროცესის საბოლოო გაგება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

 

 

იტვირთბა....