ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცირეწლოვანი შვილები დედ-მამის გარეშე დარჩნენ: კაცმა სავარაუდოდ, ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ,  ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს

 

 

იტვირთბა....