ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად, კამათი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილსა და “ქართული ოცნების” წევრს, ქეთევან ხომერიკს შორის მოხდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის, სანდრო გირგვლიანის, 7 ნოემბრის აქციის და 2008 წლის ომის კადრები და ფოტოები მიიტანა ამობეჭდილი.

ამის შემდეგ, “ქართული ოცნების” წევრებმა ოპოზიცია დაადანაშაულეს, რომ მათ საქართველოში ომის დაწყება უნდათ.

“ხალხო, იცოდეთ, ამ ხალხს უნდა ომი. ივანიშვილის ხსენებას ნუ ბედავ”, – მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოპოზიციის წევრს.

მალევე, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და რამდენიმე დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

“ასე უზრდელურად იქცევიან, ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, გადავიდნენ გინებაზე, პროვოკატორები არიან. საკრებულოზე მოსულ დეპუტატებს აგინებენ, სამარცხვინოები არიან”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“, –  წევრმა ბესო ქათამაძემ.

დაპირისპირების შემდეგ, ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა, მოგვიანებით კი სხდომა განახლდა.

 

რომ ,,ენმ”-ს საქართველოში ომის გაჩაღება სურს.

იტვირთბა....