ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხაზარაძე: სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები

[su_quote]ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული “ალფა ჯგუფის” აქციონერობაა. “ალფა ჯგუფს” კომპანია “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ “იმედის” დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს. გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა[/su_quote]

ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

იტვირთბა....