კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად “რადიო თავისუფლების” უკრაინული ბიუროს ჟურნალისტი, ვერა გირიჩი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ალექსანდრ დემჩენკომ გაავრცელა. როგორც ის Facebook-ზე წერს, რუსების მიერ ნასროლი ბომბი იმ სახლს დაეცა, რომელშიც ქალი ცხოვრობდა.
“ეს პატარა მანქანაა ვერა გირიჩისაა – ჩემი კოლეგის, რადიო თავისუფლებიდან. რამდენიმე წლის წინ, ამ მანქანით დავყავდით ნემეშაევოში, გვიყვებოდა, როგორ მოგვეძიებინა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვერა უკვე აღარ არის. ზუსტი რუსული რაკეტა მის სახლს დაეცა, ის მხოლოდ დილით ნახეს, გარდაცვლილი”, – წერს დემჩენკო და თან ფოტოს ავრცელებს.
უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალური ასოციაციის ცნობით, ომის დაწყებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე არსებული მონაცემებით, უკრაინაშ ომს სულ მცირე 20 ჟურნალისტი ემსხვერპლა.