თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე წყლის დიდი ნაკადით გამოწვეული დატბორვის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
ქუჩა სავარაუდოდ, წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო დაიტბორა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებმა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ წყალმომარაგება 29/04 09:30-დან 30/04 02:00-მდე შეუწყდებათ.