რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში მოწყობილი საველე სამხედრო ჰოსპიტალი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ მედია “აზოვის“ პოლკის Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ცნობით, ჩამოშლილია ნაგებობის ნაწილი, კონკრეტულად კი საოპერაციო განყოფილება.
“აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. მას შემდეგ, რაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების დაბომბვა გააგრძელეს. ახლა ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად ის პირობებიც აღარ გვაქვს, რაც მანამდე”, – წერია “ტელეგრამზე” გავრცელებულ ცნობაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ჯარისკაცი, რომელიც დაჭრილი იყო და საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.