[su_quote]რუსეთის სასტიკმა შეჭრამ უკრაინაში დაგვანახა იმის საჭიროება, რომ ნატომ უნდა უზრუნველყოს იმ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან ჩვენი ალიანსისა და ევროკავშირის წევრები. მაგალითად, ასეთი სახელმწიფოებია საქართველო და მოლდოვა. საქართველო ჩვენთვის ძალიან ღირებული პარტნიორია, რომელიც ევროკავშირთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში[/su_quote]
Tabula-ს ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.