ახალი ამბები მთავარი

საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად, აშშ-სგან $35 მილიონს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

როგორც “ამერიკის ხმას” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს თანხა ნაწილია იმ 713 მილიონიანი დახმარებიდან, რომელიც შტატებმა უკრაინისა და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყო. აქედან $322 მილიონი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.

“საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.

იტვირთბა....