ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგრელიშვილი: ღირსები ვართ, NATO-ში რომ არ გვიღებენ

[su_quote]რა უნდათ იმათ? იმათ უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ დასავლური ქვეყანა არა ქაღალდზე, არა კანონების მსგავსების დონეზე, ის, რომ ვიყოთ მართლა დასავლური საზოგადოება და ჩვენ ხომ არ ვართ დასავლური საზოგადოება. ისინი ხომ ვერ მოტყუვდებიან. მაგალითად, ხომ არ ტყუვდებიან, ფინეთს და შვედეთს ულაპარაკოდ რომ იღებენ NATO-ში. ზუსტად იმას ვამბობ, რომ ჩვენ ღირსები ვართ, რომ არ გვიღებენ… სინამდვილეში ხომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორი საზოგადოება ვართ. “ნატოში” ხომ იმის მიხედვით იღებენ, იზიარებ თუ არა იგივე ღირებულებებს, რა ღირებულებებიც არის იმ ქვეყნებში? ჩვენ ხომ რუსეთს უფრო ვგავართ ამ თვალსაზრისით, რუსული მმართველობა და მორალი ჩვენს საზოგადოებაში მეტია, ვიდრე დასავლური. ჩვენი მმართველობის სისტემა სუფთად რუსულია – ერთ კაცზეა ჩამოკიდებული ყოველთვის, დამოუკიდებლობის მთელი 30 წლის განმავლობაში, მუდმივად სისტემა არის ერთ კაცზე ჩამოკიდებული. არასოდეს არ ყოფილა ძალაუფლების დაყოფა, სასამართლო ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი, არ ყოფილა აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება გამოყოფილი, არანაირი კოალიცია არ გვქონია[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია Georgian Times-ის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....