“გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.
“დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს ექიმებისა და ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე.
ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.