ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სრულმასშტაბიანი ემბარგო დააწესონ რუსულ ენერგორესურსებზე. ამის შესახებ მეცოლა Twitter-ზე წერს.
“ევროკავშირს ვერ დააშანტაჟებენ. ჩვენ არ გვეშინია პუტინის. პოლონეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ. ევროპარლამენტის მოწოდებაა დაუყოვნებლივი პანევროპული ემბარგო იმ ენერგორესურსების მიწოდებაზე, რომლებიც კრემლიდან კონტროლდება. დრო მოვიდა, ერთხელ და სამუდამოდ გავწვიტოთ ჩვენი დამოკიდებულება [რუსულ ენერგორესურსებზე]”, – წერს მეცოლა.