ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიდერლანდებმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა

ნიდერლანდების სამეფო რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს აღარ გასცემს. მოსკოვში, ქვეყნის საელჩომ უკვე შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეების განაცხადების მიღება ვიზის თაობაზე. როგორც Европейская правд გამოცემა NL Times-ზე დაყრდნობით წერს, ამას წინ უძღოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ15 ნიდერლანდელი დიპლომატის გაძევება.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს არა სადამსჯელო ღონისძიება, არამედ, კადრების ნაკლებობით განპირობებული ნაბიჯია.

“ქვეყანაში იმდენად ცოტა დიპლომატია დარჩენილი, რომ საელჩოს საკონსულო განყოფილების მართვა სრული დატვირთვის შეუძლებელია. ამიტომ, მოკლევადიანი ვიზების გაცემა აღარ არის შესაძლებელი. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას სერიოზული ჰუმანიტარული მიზეზების არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ვინმეს პოლიტიკური მიზეზების გამო მოუხდება ქვეყნიდან გასვლა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....