ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არქეოლოგებმა 800 ბავშვის ნეშთი აღმოაჩინეს

 

ბრიტანეთში 800-მდე ექვს წლამდე ბავშვის ნეშთი არქეოლოგებმა ლანკაშირის გზის მშენებლობის დაწყებამდე აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისინი აღმოაჩინეს იმ 1967 ცხედარს შორის, რომელიც არქეოლოგებმა მიწიდან ამოიღეს წმინდა პეტრეს სასაფლაოზე, რომელიც 1821 წელს ბლექბერნში გაიხსნა.

ბავშვების ნეშთების ამხელა რაოდენობა აიხსნა ცუდი სანიტარული მდგომარეობით და მედიკამენტების არარსებობით, რამაც ამხელა სიკვდილიანობა გამოიწვია.

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ბევრი მათგანი ინფექციებისგან დაიღუპა.

“ცხედრები ამოიღეს სასაფლაოს ჯერ მხოლოდ 30 %-დან. სასაფლაო გამოიყენებოდა 1860 წლამდე”, – განაცხადა ბლექბერნის წარმომადგენელმა ადგილობრივ საკრებულოში.

დეივ ჰენდერსონმა, ძვლების ექსპერტმა, განაცხადა, რომ ძვლების საფუძვლიანი ანალიზი ჯერ თითქმის არ დაწყებულა, მაგრამ მათი გუნდი მიიჩნევს, რომ ბავშვები ფილტვებში და მუცელში არსებული ინფექციებისგან დაიღუპნენ.

მისი განცხადებით, „ბავშვები შესაძლოა იმდენად სწრაფად დაიღუპნენ, რომ ძვლებში დაავადების ნიშნები არ აღმოჩნდეს.“

მან თქვა, რომ ქალაქი იყო გადატვირთული იმ პერიოდში, როდესაც ქალაქი გახდა დიდი ინდუსტრიული ცენტრი.

 

იტვირთბა....