[su_quote]საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროდა, თავად ჩასვეს ციხეში, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, უფრო გაწონასწორებული რიტორიკა აქვთ, ვიდრე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს. მათთან საჰაერო კომუნიკაციის აკრძალვა ხომ არ გაგვეუქმებინა? საპასუხო ჟესტის სახით. ისინი მოუთმენლად ელიან ამას[/su_quote]
წერს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი “ტელეგრამზე” და თან ამონარიდს ავრცელებს Sputnik საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციიდან, რომელშიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებია მოყვანილი.
“ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას არ განვიხილავთ, რადგან ეს ერთი რამისკენაა მიმართული – ეს არის საქართველოში მეორე ფრონტის გაღვივება”, – ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, საუბარი ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე, ბუჩაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით.