ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის სპეცრაზმმა მტრის დაჯგუფება მათივე დრონის საშუალებით გაანადგურა

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცრაზმმა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი მათივე დრონის საშუალებით გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, ოკუპანტები ამ მოწყობილობას საჰაერო დაზვერვისთვის, შეტევების მისატანად და უკრაინელთა პოზიციებზე ცეცხლის კორექტირებისთვის იყენებდნენ, თუმცა სპეცრაზმელებმა დრონის დასმა შეძლეს და მისი საშუალებით მტერი გაანადგურეს.

“სპეცრაზმელებმა მონაცემებზე დაყრდნობით, დაადგინეს დრონის გაშვების ადგილი და მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის კვალზე გავიდნენ. სწორედ ამ ინფორმაციის წყალობით განადგურეს ისინი ადგილზევე”, – წერს გერაშენკო Telegram-ზე და თან ფოტოსაც ურთავს.

 

 

იტვირთბა....