ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბატიაშვილი: რუსეთი მოლდოვაშიც შეეცდება სიტუაციის არევას

“ის, რაც უკრაინაში ხდება, ვერავის ვერ დატოვებს გვერდზე, ეს ყველა დიდი კატაკლიზმის ბუნებაა და ეს ხდება ახლა მოლდოვასთან მიმართებით”, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” მკვლევარმა, ზურა ბატიაშვილმა მოლდოვაში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით “მეტრონომს” განუცხადა.

“გადაჭრით თქმა ძნელია, რა მოხდება და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის, რაც უკრაინაში ხდება, ვერავის ვერ დატოვებს გვერდზე, ეს ყველა დიდი კატაკლიზმის ბუნებაა და ეს ხდება ახლა მოლდოვასთან მიმართებით. გასაგებია, რომ ერთი მიმართულებაა უკრაინა-მოლდავა და არახალია ის, რომ რუსეთს სურს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ძველი გავლენის დაბრუნება. ამიტომ, იგი შეეცდება მოლდოვას ჩათრევას და იმას, რომ იქაც არიოს სიტუაცია.

ცნობისთვის, დღეს დილით სეპარატისტულ დნესტრისპირეთში აფეთქება მოხდა სატელევიზიო ანძაზე, რომელიც რუსული ტელევიზიებისა და რადიოს ტრანსლაციას ახდენდა რეგიონში. ასევე დაიბომბა დნესტრისპირეთში მდებარე სამხედრო აეროდრომი.

იტვირთბა....