ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: 100 პროცენტით ტყუილია – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობა არ შემოუთავაზებიათ

საქართველოს მეორთხე პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი უარყოფს ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ინიშნება.

მარგველაშვილის თქმით, პარტიას მისთვის მსგავსი შეთავაზება არც კი გაუკეთებია. ექსპრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ამით იმ რეზონანსის გადაფარვას შეეცადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა.

“აი, აბსოლუტურად 100%-ით ტყუილია. არის ხოლმე, რომ 1 პროცენტი მაინც არის [სიმართლე] და მერე, პროპაგანდა 99-ს მიაბამს. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან კონტაქტი მქონდა უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის ხოლმე მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ამ ნიუსქარიშხალის მოწყობას მე ვერაფრით ავხსნი”, – ამბობს მარგველაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

იტვირთბა....