ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევტუშენკოვი: ალი უზდენოვი თბილისში იყო, პრემიერსაც შეხვდა

რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი, რომელსაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა, ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან მისი საუბარია ჩაწერილი.

ევტუშენკოვი არ აკონკრეტებს, შედგა თუ არა ივანიშვილთან საუბარი მარტში. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და მასთან საქმიანი კავშირი არასდროს ჰქონია.

“ბოლოს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. მილიონი ჩანაწერი გავრცელებულა, არ ვიცი, მაგ ჩანაწერებიდან ბევრი “ფეიკია”. ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს მქონია, მხოლოდ მეგობრული. მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს [რუსეთში] ჰქონდა ბიზნესი, არ გვქონია საქმიანი ურთიერთობა, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – ამბობს ევტუშენკოვი.

სანქცირებული ოლიგარქი ადასტურებს მისი მოადგილის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში და  ამბობს, რომ ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

“უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი მარტში. პოლიტიკური მიზნით არ ყოფილა, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი”.

ჟურნალისტის კითხვაზე – უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრა თუ არა ივანიშვილს, მან პასუხს თავი აარიდა და ჟურნალისტს მიმართა – თქვენ რა, პროკურორი ხართ?

 

 

 

იტვირთბა....