ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არესტოვიჩი: მოლდოვას და მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, არ არიან ომის ადამიანები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს და მოლდოვას ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მეორე ფრონტის გასახსნელად მზად არ არის. ამის შესახებ არესტოვიჩმა Фейгин.Live-ის ეთერში განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებაზე.

არესტოვიჩის თქმით, მოლდოვა არ გახსნის მეორე ფრონტს დნესტრისპირეთში და არ შეეცდება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას იმ ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში ომმა დაასუსტა.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც მოლდოვას ხელისუფლება და მით უმეტეს, არც საქართველოს ხელისუფლება არ არიან მზად ასეთი გადაწყვეტილებისთვის, რადგან მათთვის ომი, ეს არ არის რეალობა. მათთვის ეს არის საშინელება, რომელსაც არ უნდათ, რომ შეეჯახონ. ისინი ამისთვის არც პოლიტიკურად არიან მზად, არც ინსტიტუციონალურად, ერთი სიტყვით, ეს ის გუნდი არაა. პრინციპში, ისინი არ არიან ომის ადამიანები. ეს შეიძლება გაეკეთებინა მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების დღევანდელ ხელმძღვანელებს”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კითხვაზე – “სააკაშვილს თუ შეეძლო ამის გაკეთება”, – მან უპასუხა:

“სააკაშვილი ამას ნამდვილად შეძლებდა, მაგრამ არა ეს ხელისუფელბა”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....