ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დავითულიანი: ოპოზიცია იწყებს რაღაც კამპანიას და ჰოი საოცრებავ, არახამიას მსგავსი თავხედი სანქციების დაწესებას ითხოვს

[su_quote]რატომღაც ხდება ხოლმე, რომ რადიკალური ოპოზიცია წამოიწყებს რაღაც კამპანიას, მერე იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხადრამჭერებს, რადგან ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ და ჰოი საოცრებავ, საიდანღაც აღმოჩნდება, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები როგორც იქნა დასტაბილურდა. მერე აქედან გამოაგდებენ რაღაც დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელსაც ოდნავ მაინც თუ ერკევევა ვიღაცა ამ მიმართულებით, იმდენი წყვეტა აქვს, რომ შეუძლებელია, მასზე არ იყოს ზემოქმედების კვალი, გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც პურველი – სულ რომ დავუშვათ, რომ ავთენტურია, არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის. მეორე – შიგნით 10 მარტიაო ეწერა და ეს კაცი აპრილში დაასანქცირა ბრიტანეთმა და ამის შემდეგ, ამბობენ რატომ არ იძიებთო. რაშიც დანაშაულის სამართლებრივი შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ავთენტურობა ვინმემ?[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთის, ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარუადოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის. ამის შემდეგ, ფრაქცია”ხალხის მსახურის”თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და ამერიკას მოუწოდა, ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

იტვირთბა....