ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი მარგველაშვილზე: ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება.

პაპუაშვილის თქმით, მარგველაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკას არაფერს შემატებს.

“ნაციონალური მოძრაობის” არსი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ხედავენ, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერ მოდიან; ხედავენ, რომ ხალხი მათ არჩევნებზე ყოველ ჯერზე უარს ეუბნება. ცდილობენ არეულობით, დემოკრატიისთვის გვერდით ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება. მარგველაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს”, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე: იქნება თუ არა მარგველაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე – პარტიის განმარტება

იტვირთბა....