რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, ბირთვული ომის დაწყების რისკი სრულებით რეალურია. ამის შესახებ ლავროვმა რუსეთის “პირველ არხთან” საუბარში განაცხადა.
“რისკები სრულებით რეალურია. ძალიან არ მინდა, რომ ეს რისკები ხელოვნურად გაასაზრდოვონ, რისი მსურველიც ბევრია. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება, ეს რისკები სათანადოდ არ შევაფასოთ”, – ამბობს ლავროვი.
მისივე თქმით, ასეთი კონფლიქტის არდაშვება რუსეთის “პრინციპული პოზიციაა”.