ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დანილოვი საუბრობს, უკრაინისთვის იდეალურ შემთხვევაში, რა შედეგით დასრულდება ომი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსეი დანილოვს Suspilny-თან ინრერვიუში ჰკითხეს, უკრაინისთვის იდეალურ შემთხვევაში, რა შედეგით დასრულდება სრულმასშთაბიანი ომი, რომელიც რუსეთმა მათ ტერიტორიაზე დაიწყო.

დანილოვის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ხოლო რუსეთის სახელმწიფო მთლიანად ჩამოიშლება.

“უკრაინა 1991 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანაა. ეს ასეც იქნება. ყირიმი იქნება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა რაშისტებს აქვთ დაპყრობილი, ჩვენ დაგვიბრუნდება. რაც შეეხება აგრესორის ქვეყანას, ის უბრალოდ, ჩამოიშლება”, – ამბობს დანილოვი.

მისივე პროგნოზით, ბელარუსთან მიმართებაში ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდება – ეს ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული გახდება და უკრაინასთან იმეგობრებს.

“ეს აუცილებლად მოხდება (ხელისუფლების ცვლილება ბელარუსში). ზოგს უნდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის”, – ამბობს ალექსეი დანილოვი.

 

იტვირთბა....