ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 21 ათასს აჭარბებს

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 21200 შეადგენს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან 22 აპრილის ჩათვლით, უკრაინელების მიერ რუსი ოკუპანტებისთვის განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და სხვა საშუალებების ჩამონათვალი ასეთია:

  • 838 ტანკი
  • 2162 ბრონირებული საბრძოლო მანქანა
  • 397 საარტილერიო სისტემა
  • 138 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 69 საჰაერო თავდაცვის საშუალება
  • 176 თვითმფრინავი
  • 153 ბერტმფრენი
  • 1523 საავტომობილო ტექნიკა
  • 8 გემი/კატერი
  • 76 ცისტერნა საწვავითა და საპოხი მასალებით
  • 172 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე
  • 27 სპეციალური ტექნიკა
  • 4 ერთეული OTRK / TRK გამშვები
იტვირთბა....