ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანულ დაზვერვაში განმარტავენ, რა ზიანს მიაყენებდა რუსეთს “აზოვსტალზე” შტურმი

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში განმარტეს, რატომ შეიძლება ეთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უარი მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის მიტანაზე.

როგორც Twitter-ზე გავრცელებულ ანგარიშში წერია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს ძალების გამოთავისუფლება სჭირდება, რათა ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვა ადგილებისკენ მიმართოს, ქარხანაზე სრულმასშტაბიანი შეტევა კი, სავარაუდოდ, მათ ძალებს მნიშვნელოვან დანაკარგს მიაყენებდა, რაც კიდევ უფრო დააგდებდა ოკუპანტების ბრძოლის ეფექტიანობას.

“რუსები ჯერ კიდევ განიცდიან ზარალს, რაც ომის ადრეული ეტაპიდანვე მიადგათ. იმისთვის, რომ გამოცლილი ძალები აღიდგინონ, უმოქმედოდ დარჩენილი საბრძოლო შეიარაღება რუსეთში დააბრუნეს გასარემონტებლად”, – აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვის სამსახური.

მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი პოზიციების დაკავებას ცდილობს, მათ შორის, ქალაქ პოპასნაიაში.

 

იტვირთბა....