ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი, ეს ნიშნავს, მოხვიდე, ხელფასი აიღო და არ იმუშაო

[su_quote]ბოიკოტით პრობლემების გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება, რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ? – ეს ილუზიაა. ბოიკოტი ზარმაცების თავშესაფარია, ეს ნიშნავს, მოხვიდე, ხელფასი აიღო და არ იმუშაო. არ არის ეს სწორი, რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ამას სერიოზული აწონ-დაწონვა სჭირდება, ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე, რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა, უშრომელი შემოსავლის წყაროა. ბოიკოტზე მკვეთრი წარმოდგენა მაქვს და ის თუ ვინმეს გაახარებს და თუ ვინმეს წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს “ქართული ოცნებაა”. ელოდებიან სხვათაშორის, როდის დაისვენებენ ჩვენგან და როდის გავხდებით მათი მხრიდან დასაცინი თუ კრიტიკის ობიექტი[/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა მისი თანაგუნდელის, ნუგზარ წიკლაურის პასუხად, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, პარტიამ პირველ ეტაპზე პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი ის საერთოდ დატოვოს.

იტვირთბა....