საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 161 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 335 პაციენტი რჩება, ბოლო დღე-ღამეში კი სამედიცინო დაწესებულება 301-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ტესტით 18 178 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 876 960 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 923-ია.