ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: ყოველ მეორე გამოკითხულს სჯერა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობას მიმართეს კითხვით – დღეიდან 15 წლის პერსპექტივაში, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს?

კვლევის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

კვლევაში მოყვანილია, როგორ ნაწილდებოდა პროცენტულად ამ კითხვაზე პასუხი 2017, 2018 წლებში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ.

2017 წლის აპრილი:

43% – ვეთანხმები

28% – არ ვეთანხმები

29% – არ ვიცი

 

2018 წლის მარტი:

35% – ვეთანხმები

38% – არ ვეთანხმები

26% – არ ვიცი

 

ომის დაწყებამდე:

54% – ვეთანხმები

28% – არ ვეთანხმები

17% – არ ვიცი

 

ომის დაწყების შემდეგ:

55% – ვეთანხმები

21% – არ ვეთანხმები

24% – არ ვიცი

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს ყველაზე სკეპტიკურად ახალგაზრდები, თბილისში მაცხოვრებლები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები უყურებენ.

 

იტვირთბა....