ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: ომის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის მადგომარეობას გააუმჯობესებს ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით. ამის შესახებ NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხულთა 66% პროცენტი ფიქრობდა, რომ ევროკავშირში საქართველოს შესვლა ქვეყანის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში, ამ აზრზე მოსახლეობის 55% იყო, ხოლო ომის დაწყების შემდეგ, ეს რაოდენობა 62 პროცენტამდე გაიზარდა.

ხოლო რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, 2019 წელს გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების მეტ გარანტიას მოუტანდა. ომის დაწეყებამდე, ეს რაოდენობა 22 პროცენტი იყო, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 32 პროცენტამდე გაიზარდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევრიკავშირისგან დისტანცირდა. ომის დაწყებამდე, ასე გამოკითხულთა 27 პროცნეტი თვლიდა, ომის დაწყების შემდეგ კი ეს რაოდენობა 35%-მდე გაიზარდა.
იტვირთბა....