ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩმა განმარტა, რატომ თქვა რუსეთმა უარი “აზოვსტალის“ შტურმზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, მისი აზრით, რატომ გადაიფიქრა რუსეთის ხელმძღვანელობამ მარიუპოლში “აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმის მიტანა.

“პუტინმა “მზრუნველობა” გამოიჩინა რუსი სამხედროების მიმართ, რომ ისინი იქ არ დაღუპულიყვნენ. ეს შემდეგზე მიანიშნებს –  მათ უკვე გაიგეს, რომ ფიზიკურად არ შეუძლიათ “აზოვსტალის” აღება. დიდი დანაკარგები განიცადეს. მათ არ გამოუვათ ამის გაკეთება [“აზოვსტალის“ აღება] და გამარჯვების ეს ნაადრევი გამოცხადება ისე, რომ არც აღდგომას და არც 9 მაისს არ დაელოდნენ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებმა გააცნობიერეს თავისი ბოლო აქტიური ოპერაციის უპერსპექტივობა ომის ამ ეტაპზე” – განაცხადა UNIAN-ის ცნობით არესტოვიჩმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, “აზოვსტალის” აღებაზე უარის თქმა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ რუსებმა თავიანთი ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს, რომ გააძლიარონ ძალები, რომელთაც მთავარი პოლიტიკური დავალების – ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისვლაა.

შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეხვედრა გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მარიუპოლი აღებულია და უარს ამბობენ “აზორვსტალში” შტურმით შესვლაზე, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ არ სურთ, რუს მებრძოლებს შორის, რომლებსაც შტურმის შემთხვევაში მძიმე ბრძოლების წარმოება მოუხდებოდათ, დანაკარგები იყოს.

იტვირთბა....