შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვირუსული ინფექციის ზრდა შეჩერებულია:
„მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავდით, მიღწეულია, ანუ ზრდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერებულია. დღეისათვის სტაბილური მონაცემები გვაქვს. ეს არის ეპიდემია. განტვირთულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ბოლო ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებთ 180 სკოლაში დღეისათვის შეჩერებულია სწავლა.“ -განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.