რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სრუომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული ნავთობკომპანია OMV-ის წარმომადგენლი, კრონენ ზეიტუნგი ავრცელებს.
“რუსეთიდან ყოველთვის ძალიან ცოტა ნავთობს ვყიდულობდით, ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ის ნავთობის სხვა ბაზრით ჩავანაცვლეთ”, – წერს ზეიტუნგი.
ავსტრიის სტატისტიკისა და ნავთობის მწერველობის ასოციაციის მონაცემებით, რუსეთზე ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობის მხოლოდ 7.8 პროცენტი მოდიოდა, ავსტრიაში ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები კი ხაზახეთი (38,9%), ლიბია (22,1%) და ერაყი (20,7%) არიან.
მანამდე, ავსტრიამ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ქვეყანა სავარაუდოდ, რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებს.