ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯოკოვიჩი რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების Wimbledon-ზე არდაშვებას სიგიჟეს უწოდებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აკრიტიკებს Wimbledon-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ტურნირზე არ დაიშვებიან.

სერბი სპორტსმენის ნათქვამი ჟურნალისტმა საშა ოზმომ Twitter-ზე გაასაჯაროვა.

“ეს რაღაც სიგიჟეა. სპორტსმენებს უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან არანაირი შეხება არ აქვთ. არ შეიძლება სპორტის გარევა პოლიტიკაში”, – აცხადებს ჯოკოვიჩი.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩორგბურთელთა ასოციაციამ (ATP) აგრეთვე გააკრიტიკა უიმბლდონის გადაწყვეტილება და ეს შეაფასა, როგორც ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაცია.

“სპორტის ეს სახეობა ხელმძღვანელობს [ჩოგბურთელთა] მიღწევებისა და სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპების მიხედვით. მიგვაჩნია, რომ უიმბლდონის გადაწყვეტილება რუსი და ბელარუსი მოთამაშეების წლევანდელი ტურნირიდან მოხსნის შესახებ, უსამართლოა და შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს”, – ნათქვამია ATP-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

 

იტვირთბა....