საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 223 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოჯანმრთელდა 399 დაავადებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 341 პირი რჩება.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ტესტით 25 626 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,87 პროცენტია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 875 495 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 519-ია.