რუსეთმა უარით უპასუხა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წინადადებას, სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზის აღების შესახებ, რა დროსაც, მარიუპოლიდან სამოქალაქო პირები უნდა გამოსულიყვნენ და დაზარალებულ რაიონებს ჰუმანიტარული დახმარება უნდა გასწეოდათ.
როგორც გამოცემა Ukrinform გაეროში უკრაინის მუდმივ წარმომადგენელ სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით იუწყება, შეთავაზებას ოფიციალური მოსკოვის უარი მოჰყვა.
“ანტონიუ გუტერეშმა 21 აპრილიდან სააღდგომო დღეების განმავლობაში ჰუმანიტარული პაუზის აღების შესახებ გააკეთა მოწოდება იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კოლიდორების ორგანიზება და სამოქალაქო პირების ევაკუირება. მოსკოველი ფიურერის პოზიცია რამდენიმე საათში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი”, – წერს Twitter-ზე კისლიცა.