ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

UNIAN: პოდოლიაკი და არახამია მზად არიან, მარიუპოლში ჩავიდნენ რუსებთან მოსალაპარაკებლად

უკრაინის ხელისუფლება მზად არის, მარიუპოლში რუსულ დელეგაციასთან შეხვედრა გამართოს ქალაქში მყოფი სამხედროებისა და მოქალაქეების გადასარჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN აზოვის პოლკის მეთაურის, სვიატოსლავ პალამარის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელ დავით არახამიასთან, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, მარიუპოლში ჩავიდნენ რუსულ მხარესთან მოსალაპარაკებლად.

“დღეს დაანონსებული ევაკუაცია ჩაიშალა, რუსებმა განაგრძეს დაბომბვები, რის გამოც, მოქალაქეებმა ქარხნის ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხეს. ჩვენი მიმართვები მუდმივად ორიენტირებულია იმაზე, რომ სამოქალაქო პირებმა, ჩვენმა ბავშვებმა, ქალებმა დატოვონ მარიუპოლის ტერიტორია, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია. ჩვენ მზად ვართ, მესამე მხარის ჩართულობით ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის, თან უნდა გვქონდეს ჩვენი მწირი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენი პირადი შემადგენლობა გადავარჩინოთ, გამოვიყვანოთ დაჭრილები და დაღუპულთა ცხედრები რუსების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დავმარხოთ”, – აცხადებს სამხედრო.

 

იტვირთბა....