[su_quote] ვინმეს ჰგონია, რომ ნაკლებად მაწუხებს მე ან მის სხვა თანაგუნდელებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა? ჯერ ერთი, ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. მეორე, თებერვლიდან დაგვემთხვა ომი. დეკემბერში ხალხმა იშიმშილა ჩვენი პარტიიდან, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ. ამ ადამიანებს ფეხებზე ჰკიდიათ არამარტო ერთი პრეზიდენტის, არამედ ასობით მისი თანამოქალაქის ბედი. ათობით დღე იშიმშილეს ადამიანებმა და კაციშვილს ერთი არ მოუკითხავს ეს ხალხი ხომ არ დაწყდა. ჩვენ უკრაინასთან, პოლონელებთან ვმუშაობთ, რომ ეს ადამიანი აქედან გაიყვანონ. იქნებ ვინმემ იცით, რომ რაიმე არის, რაც შემიძლია და არ ვაკეთებ… ოღონდ ცხადია, ჩვენ გვიწევს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინება. არავინ უკან დახევას არ აპირებს. ყველა ვაპირებთ ბრძოლას, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა – დაქსაქსული, დათითოკაცებული და დაპირისპირებული ოპოზიცია არის წამალი წამალი რუსი ოლიგარქისთვის და მისი მარიონეტული რეჟიმისთვის[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა TVპირველის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მისამართით განაცხადა:
“თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ”.
ამავე თემაზე: “ერთეულები ახსენებენ [სააკაშვილის პატიმრობას], ეს თემა გახდა რუტინული”, – გიული ალასანია