პენტაგონში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს აშშ წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, “სარმატის” გამოცდის შესახებ. ინფორმაციას გამოცემა Reuters აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან ჯონ კირბიზე დაყრდნობით ავრცელებს.
“როიტერისვე” ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა რაკეტის გაშვება ჩვეულებრივ პროცედურად შეაფასეს.
“ასეთი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის. ეს საფრთხეს არ წარმოადგენს აშშ-სთვის”, – აცხადებენ პენტაგონში.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე წარმატებით ჩატარდა.
ამავე თემაზე: “მათ, ვინც გვემუქრება, ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს”, – პუტინი