ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

UNIAN: რუსებმა ლუგანსკის ოლქის 80% დაიკავეს

ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 80 პროცენტი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN ლუგანსკის ოლქის გუბერნატორზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით წერს.

ის მშვიდეობიან მაცხოვრებლებს ლუგანსკის ოლქის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“რუსეთი ნამდვილად არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას და გააგრძელებს სვლას. აქ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს, მთელი ლუგანსკის ოლქის ტერიტორია იბომბება. არ დარჩა უსაფრთხო ქალაქი. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი წინ მიიწევს და გზად ყველაფრის განადგურებას აპირებს. ამიტომ, ჩვენ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუირებას ვცდილობთ”, – ამბობს გაიდაი და აღნიშნავს, რომ ოლქის ტერიტორიაზე, სადაც ომამდე 350 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა დაახლოებით 70 ათასი მაცხოვრებელია დარჩენილი.

იტვირთბა....