ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პოდოლიაკი: გვაქვს სამხრეთ უკრაინის ქალაქების და სოფლების დეოკუპაციის სტრატეგია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ხელისუფლებას უკრაინის სამხრეთით ყველა დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის სტრატეგია აქვს. ამის შესახებ პოდოლიაკმა Українська правда-ს განუცხადა.

“ეჭვიც ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ ხელისუფლებას აქვს სამხრეთ უკრაინის ყველა ქალაქისა და სოფლის დეოკუპაციის სტრატეგია. პირველ რიგში – არმია. მოკლედ და გასაგებად. მეორე, ოკუპირებული ტერიტორიების ჩვეულებრივი მაცხოვრებლების 90 პროცენტზე მეტი ნათლად გამოხატავს თავს პროუკრაინულ პოზიციას. ამიტომ, კონფლიქტის არანაირი გაყინვა არ იქნება, დროებითი ოკუპაციაც კი არ იქნება, არ იქნება არანაირი ყალბი “ხერსონის სახალხო რესპუბლიკა” ან რაღაც მსგავსი. უკრაინაში იქნება მხოლოდ ხერსონის ოლქი”, – ამბობს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები ხერსონში ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას მაისის დასაწყისისთვის გეგმავენ.

 

 

 

იტვირთბა....