ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზახაროვა: შვედეთი და ფინეთი გავაფრთხილეთ, რა შედეგები მოჰყვება NATO-ში მათ შესვლას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთმა შვედეთი და ფინეთი გააფრთხილა, რა შედეგები მოჰყვება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათ შესაძლო გაწევრიანებას. ამის შესახებ ზახაროვამ ტელეკომპანია Россия-24-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ გაფრთხილება გავაკეთეთ – საჯაროდაც და ორმხრივი არხებითაც. მათ აქვთ ინფორმაცია, ამიტომ, ნურაფერი გააკვირვებთ. გავაფრთხილეთ ყველაფრის შესახებ, რასაც ეს გამოიწვევს”, – ამბობს ზახაროვა.

ცნობისთვის, ფინეთის პარლამენტში დეტატები მიმდინარეობს NATO-ში ქვეყნის შესვლის საკითხზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს შვედეთიც.

იტვირთბა....