[su_quote]”თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ” – თქვა ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ. ქალბატონი თაკო მართალია, ნაც მოძრაობა უნდა დაიშალოს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია. “ჩვენ ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი. ადამიანი ჩვენს თვალწინ კვდება. თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან”, – განაცხადა პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დღეს, 20 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას.