სამართალდამცავები მეორე დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებებენ, რომელიც აბაშაში გაუჩინარდა. როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-ცენტრში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები”, – აცხადებებნ შსს-ში.
TVპირველის ინფორმაციით, გაუჩინარებულის სახლში ექსპრეტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
42 წლის გიორგი კაკაბაძე გუშინ, 21:00 საათზე დედას ესაუბრა და უთხრა, რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივიდოდა, თუმცა, მას შემდეგ არავის უნახავს. გაუჩინარებულის ტელეგონი მას შემდეგ გათიშულია.